"ჩემთვის მთავარი კაცობა და ადამიანობაა" - მამუკა გორგოძე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჩემთვის მთავარი კაცობა და ადამიანობაა" - მამუკა გორგოძე


გაზეთ "კვირის პალიტრის" სპორტულმა ჟურნალისტმა, რატი შენგელიამ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლიდერთან, მამუკა გორგოძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს: - რას გრძნობს მორაგბე, როცა ახალი ზელანდიის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით დგას მის წინ და ჰაკას მის "შესაშინებლად" ასრულებს? - ჩემთვის მთავარი კაცობა და ადამიანობაა, ასე რომ, არც ერთ გუნდს ან მოთამაშეს არ ვაფეტიშებ, მაგრამ შეუძლებელია, უემოციოდ უყურო იმას, რასაც მთელი ბავშვობა უყურებდი ვიდეოჩანაწერებში, რაც მანამდე მხოლოდ ტრიბუნიდან ან ტელევიზიით გქონდა ნანახი... მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინ დგომა და მათი საბრძოლო ცეკვის ყურება ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივი იყო, თუმცა, შიში ნამდვილად არ მიგრძნია. - რა შიში?! ჰაკას ღიმილით უყურებდით... - გასაღიმებელი და მით უმეტეს, სასაცილო ჰაკაში არაფერია. სხვების რა გითხრათ, მე კი ნამდვილად არ გამღიმებია - ისე სერიოზულად ვადევნებდი თვალს ზელანდიელების საბრძოლო მისალმებას, როგორც ამ უძველეს ტრადიციას შეეფერება. - ჰაკა მეტოქის შეშინებას, მის დემორალიზებას ისახავს მიზნად... ჰაკას დროს არა, მაგრამ მოედანზე ოდესმე გიგრძნიათ შიში? - მოკლედ გიპასუხებთ ახალგაზრდა მოთამაშეების გასაგონად: მოთამაშე, რომელიც შიშით გადის მოედანზე, რაგბს ვერ ითამაშებს!

 რატი შენგელია, გაზეთი “კვირის პალიტრა”


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები