2016 წლის ტოპ ტრანსფერი: აზარი - "რეალში", ბეილი - "ბაიერნში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

2016 წლის ტოპ ტრანსფერი: აზარი - "რეალში", ბეილი - "ბაიერნში"


ბოლო დროს, უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ 2016-წლის ზაფხულში ორ მეგა ტრანსფერს ვიხილავთ. გავრცელებული ცნობებით, ედენ აზარი "ჩელსიში" არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და მზადაა მადრიდის "რეალში" გადავიდეს. თავის მხრივ, არც ესპანური კლუბის პრეზიდენტი მალავს ბელგიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს გარიგება ზაფხულში მართლაც შედგეს. ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი გარეთ ბეილმა "სამეფო კლუბში". მართალია, უელსელს ბოლო დროს ხშირად აწუხებს ტრავმები და ამის გამო ვერ გამოდის მინდორზე, თუმცა, მთლიანობაში, ბრიტანელი ფეხბურთელი მასში გადახდილ 100 მილიონ ევროს ნამდვილად ვერ ამართლებს. იმ შემთხვევაში, თუ ბეილი "რეალში" კიდევ ერთ უსახურ სეზონს ჩაატარებს და ამასთანავე მადრიდელები აზარს დაიმატებენ, მაშინ 26-წლის შემტევი ნახევარმცველის წასვლის შანსები ძალიან გაიზრდება. გერმანულ, ესპანურ და ინგლისურ პრესაზე დაყრდნობით, მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად ინტერესდება გარეთით და სწორედ "რეკორდმაისტერი" ეცდება დიდი თანხის სანაცვლოდ უელსელის ყიდვას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები