პელეგრინი: "კომპანი თავის შანსს უნდა დაელოდოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პელეგრინი: "კომპანი თავის შანსს უნდა დაელოდოს"


"მანჩესტერ სიტის" ჩილელმა მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ თავისი გუნდის კაპიტანზე ვინენტ კომპანიზე ისაუბრა. "მე კომპანისთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ მე ყოველკვირეულად ვარჩევ იმ 11 ფეხბურთელს, რომლებიც საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან. დანარჩენი მოთამაშეები კი თავიანთ შანსს უნდა ელოდნენ. მე კომპანის არ ვსჯი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არანაირ კონფლიქტს ადგილი არ აქვს. მას ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის მოხდენა სჭირდება. ის ვარჯიშებზე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და თავისი ფორმა მალევე აღიდგინოს.", - განაცხადა მანუელ პელეგრინიმ. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" დაცვის ცენტრში მანგალა-ოტამენდის წყვილი ასპარეზობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები