Daily Mail: გვარდიოლა პრემიერ-ლიგას უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Daily Mail: გვარდიოლა პრემიერ-ლიგას უახლოვდება


Daily Mail: გვარდიოლა პრემიერ-ლიგას უახლოვდება
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას ინგლისის პრემიერ-ლიგურ კლუბებთან აქტიურად აკავშირებენ. ესპანელ მთავარ მწვრთნელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. თვითონ გვარდიოლას თავისი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს. უცხოური გავლენიანი გამოცემა - The Daily Mail გვარდიოლას ლონდონში მუშაობას უწინასწარმეტყველებს. პეპის გადაბირების მთავარი პრეტენდენტები "ტოტენჰემი", "ვესტ ჰემი", "არსენალი" და "ჩელსი" არიან. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვარდიოლასთვის "მანჩესტერ სიტიც" იბრძოლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები