ალეგრი: "დიბალასთვის ადრეა "იუვეს" ლიდერობა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "დიბალასთვის ადრეა "იუვეს" ლიდერობა"


ალეგრი:
"იუვენტუსის" თავკაცმა ისაუბრა გუნდის ახალწვეულ, უნიჭიერეს პაულო დიბალაზე და განაცხადა, რომ მისთვის ადრეა "ბებერი ქალბატონის" ლიდერობა. ალეგრიმ განაცხადა ჟურნალისტებთან ინტერვიუში: "პირველ რიგში, მინდა, ვისაუბრო პაულოს ირგვლის შექმნილ სიტვაციაზე. ლაპარაკი იმაზე, რომ მას საკმარისი სათამაშო დრო არა აქვს, არ არის გამართლებული. დიბალა შესანიშნავი ფეხბურთელია, ერთ-ერთი უნიჭიერესი მსოფლიოში. გასულ სეზონში პალერმოს ლიდერობდა, თუმცა, იმავეს გაკეთება "იუვენტუსში" ძალიან გაუჭირდება. მილანში ვისწავლე ახალგაზრდებთან მუშაობა, რაც ტურინშიც გამომადგება". ალეგრიმ ასევე განაცხადა, რომ არგენტინელი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი რამის სწავლა შეუძლია გამოცდილი გუნდელებისგან. 21 წლის ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 გოლია, აქედან 3 მან "სერია ა"-ში გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები