მინო რაიოლა: "ბარსელონასთან" პოგბას შესახებ არანაირი შეთანხმება არ არსებობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მინო რაიოლა: "ბარსელონასთან" პოგბას შესახებ არანაირი შეთანხმება არ არსებობს"


"იუვენტუსის" ნახევარმცველ პოლ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის მომავალზე გავრცელებულ ჭორებზე. "არსებობს თუ არა რაიმე შეთანხმება "ბარსელონასთან"? აბსოლუტურად არაფერი. თუ ვინმე მისი ყიდვით ინტერესდება, "იუვენტუსთან" მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს. ზაფხულში მისით 3-4 კლუბი ინტერესდებოდა, მაგრამ "იუვენტუსში" დარჩენა გადაწყვიტა და დღემდე დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება სეზონის წარუმატებელ სტარტს, აქ პრობლემა იმაშია, რომ იტალიაში რაღაცებს არასწორად უყურებენ. შარშან მას ტაშს უკრავდნენ, ახლა კი იგივე თამაშისთვის უსტვენენ. პოგბა "იუვენტუსში" დარჩა, გულით გააკეთა არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ სოლიდური შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ გულშემატკივრებს ეს ავიწყდებათ" , - თქვა რაიოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები