"იუვენტუსს" კუადრადოს გამოსყიდვა უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"იუვენტუსს" კუადრადოს გამოსყიდვა უნდა


"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ მისი კლუბი კუადრადოსთან კონტრაქტის გაფორმებითაა დაინტერესებული. შეგახსენებთ, კოლუმბიელი "იუვეს" აგვისტოში შეუერთდა იჯარის წესით. "გამოსყიდვის უფლება არ გვაქვს, ასე ისურვეს "ჩელსიში". კუადრადო აქ ძალიან ბედნიერია და ჩვენს კლუბში თამაშის გაგრძელება უნდა. "ლურჯებთან" მოლაპარაკებებს გავმათავთ. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები წარმატებული იქნება" , - ციტირებს ფუნქციონერს Goal.com. გარდა ამისა, მაროტამ ივარაუდა, რომ შესაძლოა "იუვემ" "სასუოლოდან" ბერარდი ისევ დაიბრუნოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები