უნდა დაითხოვონ თუ არა ჟოზე მოურინიო? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უნდა დაითხოვონ თუ არა ჟოზე მოურინიო?


უნდა დაითხოვონ თუ არა ჟოზე მოურინიო?
GOAL.GE გთავაზობთ საინტერესო გამოკითხვას ლონდონის "ჩელსის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პოსტიდან გათავისუფლება არგათავისუფლების შესახებ. ჟოზეს გუნდმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. სპეციალისტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს დიდწილად სწორედ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელის არასწორი ტაქტიკის ბრალია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით ეს მხოლოდ დროის ფაქტორია და "ჩელსის" კრიზისიდან ამოყვანა მხოლოდ ჟოზეს შეუძლია. ფაქტი ფაქტია - 10 ტურში 5 მარცხი, 2 ფრე და მხოლოდ 3 მოგება. ეს რეალურად არ არის იმ გუნდის შედეგი, რომელიც გასულ წელს პრემიერ-ლიგაში დაფრინავდა და ტიტულიც ყოველგვარი კითხვის ნიშნის დასმის გარეშე მოიგო. გოლების გატანა "არისტოკრატებისთვის" დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ამ სეზონში ლონდონელბი ბევრი გოლის გატანასთან ერთად ძალიან ბევრს უშვებენ. 10 შეხვედრაში მათ 19 ბურთი გაუშვეს (საშუალოდ თითქმის 2 ბურთი 1 მატჩში). დღეს "არისტოკრატებმა" მცირე ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემთან" დრამატული მარცხი იწვნიეს. მატჩი "ჩელსისთვის" ძალიან მძიმე გამოდგა. პირველ ტაიმში მოედნიდან ნემანია მატიჩი გააძევეს. თითქოს და ნემანიას გაძევება არ ყოფნიდათ ლონდონელებს ჯონათან მოსმა მას ჟოზე მოურინიო და "ჩელსის" სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელის გაძევებაც მიამატა. ამგვარად, ჟოზეს მეორე ტაიმში მატჩის ტრიბუნიდან ყურება მოუწია. 10-კაციანმა "ჩელსიმ" "ვესტ ჰემს" გოლი გაუტანა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა. ლონდონელთა იმედგაცრუება, მორალური მდგომარეობის დაქვეითება და უშედეგო რეზულტატის ჩვენება კვლავ გრძელდება. რომან აბრამოვიჩს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ პორტუგალიელი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლოს. შეგახსენებთ, რომ ჟოზე 2007 წელს სექტემბერს "ჩელსიდან" სწორედ არც ისე დამაჯერებელი რეზულტატის ჩვენების გამო დაითხოვეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები