ოდიკაძე: "ხვალიდან, გუნდთან ერთად განვაახლებ მომზადებას" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოდიკაძე: "ხვალიდან, გუნდთან ერთად განვაახლებ მომზადებას"


უმაღლესი ლიგის მე-9 ტურში, "ეროსი მანჯგალაძეზე", "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედო" 3-1 დაამარცხა. GOAL.GE რიონისპირელთა 34 წლის მარჯვენა მცველს, დავით ოდიკაძეს გაესაუბრა, რომელიც უკვე დიდი ხანია მოედანზე არ გამოჩენილა. - მატჩი "სამტრედიასთან" და თქვენი უთამაშებლობა... - იქედან გამომდინარე, რომ კუნთი მქონდა გაწყვეტილი, "სამტრედიასთან" არ მითამაშია. ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამებით ორი დღეა განვაახლე. - შენი მდგომარეობა ამჟამად... - აქამდე ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდი, ხოლო ხვალიდან, გუნდთან ერთად განვაახლებ მომზადებას. იმას, თუ როდიდან ჩავერთვები თამაშში, მწვრთნელი გადაწყვეტს.

ნინო ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები