"სელტას" მწვრთნელი: "კეილორ ნავასმა 4-5 გოლის გატანის უფლება არ მოგვცა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"სელტას" მწვრთნელი: "კეილორ ნავასმა 4-5 გოლის გატანის უფლება არ მოგვცა"


"სელტას" მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო ბერიცომ "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. "ჩვენ კონცენტრაცია ვერ გავაკონტროლეთ და ორი ბურთიც ამიტომ გავუშვით. ჩვენ გავუშვით ორი გოლი და ანგარიშის გათანაბრებას ვცდილობდით. წაგების მიუხედავად, მე ჩემი ბიჭებით ვამაყობ. ნავასმა დღეს ფანტასტიურად ითამაშა. მან 4-5 გოლის გატანის უფლება არ მოგვცა. მე არასდროს ვწუწუნებ მსაჯის შეცდომებზე. თუმცა წითელმა ბარათმა ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა.", - დასძინა "სელტას" მწვრთნელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები