რა მოხდებოდა, მესის პრემიერლიგაში რომ ეთამაშა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა მოხდებოდა, მესის პრემიერლიგაში რომ ეთამაშა?


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კატალონიის "ბარსელონას" შემტევის, ლეო მესის შეძენა პრემიერლიგის სამ კლუბს - "მანჩესტერს", "ჩელსისა" და "სიტის" სურს. ამასთან დაკავშირებით სტატია გაავრცელა ცნობილმა ინტერნეტ ჟურნალმა DaillyMirror-მა, სათაურით - რა მოხდებოდა, მესის პრემიერლიგაში რომ ეთამაშა? მესი მანჩესტერ "იუნაიტედში" ლეო მესი მანჩესტერში ფორვარდის, ამ შემთხვევაში ენტონი მარსიალის უკან ითამაშებდა. არგენტინელი ფორვარდი სეზონში, დაახლოებით, 26 გოლს გაიტანდა, 19 საგოლე გადაცემას გააკეთებდა და მისი საშუალო რეიტინგი 8.15 იქნებოდა. გუნდთან ერთად კი ის პრემიერლიგას მოიგებდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ფლეი-ოფიდან გავარდებოდა. მესი ლონდონის "ჩელსიში" აზართან და ვილიანთან ერთად მესი შემტევი ნახევარმცველის პოზიციას დაიკავებდა, თუმცა, შედარებით პასიური იქნებოდა. ის "ჩელსიში" 28 გოლს გაიტანდა, 13 შედეგიან გადაცემას გააკეთებდა და საშუალო რეიტინგი 8.04 იქნებოდა. მესი გუნდთან ერთად ყველა ტიტულს მოიგებდა, ჩემპიონთა ლიგის გარდა. მესი მანჩესტერ "სიტიში" არგენტინული დუეტი მეტოქის კარს დიდი ძალებით შეუტევდა. მესი აგუეროსთან ერთად 29 გოლსა და 17 საგოლე პასს მიითვლიდა, საშუალო რეიტინგი კი 8.14 იქნებოდა. მიუხედავად უძლიერესი შემადგენლობისა, "სიტი" ლიგას მაინც ვერ მოიგებდა. წყარო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები