ვარდი "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" რადარზეა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვარდი "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" რადარზეა


"ლესტერის" გამოცდილმა თავდამსხმელმა, ჯეიმი ვარდიმ შესაძლოა კარიერა ინგლისის ტოპ-კლუბში გააგრძელოს. ESPN-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემს" და "ლივერპულს" "მელიების" შემტევის, ჯეიმი ვარდის გაფორმება სურთ. ორივე გუნდი 28 წლის წინახაზელის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ ვარდის "ლესტერთან" ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ჯეიმიმ პრემიერ ლიგის 10 შეხვედრაში ამდენივე გოლი და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები