უკრაინელებს უეფა დასჯის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უკრაინელებს უეფა დასჯის



ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში კიევის "დინამომ" "ჩელსი" მიიღო და შეხვედრა ფრედ დაასრულა. "არისტოკრატები" უკრაინაში ფანების თანხლებით ჩავიდნენ, რომლებსაც სტადიონზე მცირე უთანხმოება მოუვიდათ. კერძოდ კი, "დინამოს" ფანებმა შავკანიანი გულშემატკივარი სტადიონის ტრიბუნიდან გააძევეს. ინგლისელმა ფანმა წინააღმდეგობა გაუწია უკრაინელებს, თუმცა, ის ბოლოს ძალით გაიყვანეს სტადიონიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით უეფამ გამოძიება დაიწყო და, დიდი ალბათობით, კიევის "დინამოს" სანქციები დაუწესდება. ვიდეო
X
https://www.youtube.com/watch?v=iyEGXjYe9qU

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები