სიმეონე თავისი ფორვარდებისგან მეტს ითხოვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონე თავისი ფორვარდებისგან მეტს ითხოვს


მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე "ვალენსიასთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს. "მე რთულ მატჩს ველი, რადგან "ვალენსია" ძლიერი ინდივიდუალური ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდია. უფრო მეტს ვითხოვ ჯექსონისგან და ტორესისგან. ისინი გაცილებით მაღალ დონეზე გადავლენ, თუ გოლების გატანას რეგულარულად მოახერხებენ. გრიზმანი "ატლეტიკოში" მოვიდა როგორც ვინგერი, მაგრამ, დღესდღეობით, ის ლა ლიგაში ერთ-რთ საუკეთესო თავდამსხმელად ჩამოყალიბდა.", - დასძინა სიმეონემ. 9 ტურის შემდეგ "ატლეტიკოს" 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ვალენსია" 12 ქულით მე-8 ადგილზეა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები