ხესუს ნავასი: "დერბიში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხესუს ნავასი: "დერბიში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ..."


ხესუს ნავასი:
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, ხესუს ნავასმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. "წინა დერბი ისე არ წარიმართა, როგორც ჩვენ გვინდოდა. მაგრამ დანარჩენ შემთხვევვებში ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვთამაშობდით. და ამ სეზონში არის ახალი შესაძლებლობა. ჩემი საყვარელი მანჩესტერული დერბი - პირველი მაათგანი, რომელშიც ვითამაშე. მაშინ ბევრი გოლი გავიტანეთ ჩვენს მინდორზე. ბევრი შესანიშნავი მოგონება დამრჩა, ჩვენმა გუნდმა დერბიში რამდენიმე შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ვიცით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძლეირი გუნდია და თამაშში კონცენტრირებულნი გავდივართ. ამ მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ წინ კიდევ გრძელი სეზონია" , - თქვა ესპანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები