ყაზაიშვილის გოლმა "ვიტესი" მარცხისგან ვერ იხსნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყაზაიშვილის გოლმა "ვიტესი" მარცხისგან ვერ იხსნა


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჰოლანდიის ერედევიზიოს მე-10 ტურის მატჩი არნემში, სადაც ადგილობრივმა "ვიტესმა" "აიაქსთან" შეხვედრა დათმო. "ვიტესის" რიგებში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში ორივე ქართველმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა და 90 წუთი გაატარეს მოედანზე, დედაქალაქელთა წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ 54-ე წუთზე, "ვიტესიდან" თავი ვალერი ყაზაიშვილმა გამოიჩინა და ანგარიში გახსნა, თუმცა, მასპინძლებმა მხოლოდ 17 წუთი გაძლეს და 3 უპასუხო ბურთი მიიღეს საკუთარ კარში.

"ვიტესი" 1-3 "აიაქსი"

გოლი: ყაზაიშვილი '54 - ფიშერი '71, ბაზოერი '73, შონე '86


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები