პრემიერ ლიგა. კეინმა "ბორნმუთი" არ დაინდო, უგოლო ფრე მანჩესტერულ დერბიში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პრემიერ ლიგა. კეინმა "ბორნმუთი" არ დაინდო, უგოლო ფრე მანჩესტერულ დერბიში


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის მე-10 ტურის ორი მატჩი. დიდი ყურადღებით "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრა სარგებლობდა, სადაც მანჩესტერული გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორნდნენ, ხოლო რაც შეეხება "დინ კურტზე" გამართულ დაპირისპირებას, ჰარი კეინმა, რომელიც მიმდინარე სეზონში გოლების ნაკლებობას უჩივის, "ბორნმუთის" წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0 "მანჩესტერ სიტი"

გოლი: არავინ

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ჯონსი, როხო, სმოლინგი, ვალენსია(დარმიანი '81), მატა(ლინგარდი '67), მარტიალი, ერერა, შვაინშტაიგერი(ფელაინი '75), რუნი

"მანჩესტერ სიტი": ჰარტი, სანია, კომპანი, კოლაროვი, ოტამენდი, ფერნანდო, სტერლინგი(ნავასი '55), დე ბრუინი, ფერნანდინიო, ტურე(დემიკელისი '77), ბონი(იეანაჩო '83)

გაფრთხილება: მატა - ფერნანდინიო, კომპანი

"ბორნმუთი" 1-5 "ტოტენჰემი"

გოლი: რიჩი '1 - კეიი '9(პ), '56; '64, დემბელე '17, ლამელა '30

"ბორნმუთი": ბორუჩი, ფრანცისი, ქუკი, დანიელსი, დისტინი, გოსლინგი, სურმანი, პუგი(სმიტი '75), კინგი(ო'კეინი '61), რიჩი, მურაი(კერმორგანტი '64)

"ტოტენჰემი": ლორისი, უოლკერი(ტრიპიერი '82), როუზი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ლამელა, დაიერი, დემბელე(მასონი '68), ალი, ერიქსენი, კეინი(ნ'ჟიე '85)

გაფრთხილება: როუზი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები