მოურინიო "ჩელსის" არ დატოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო "ჩელსის" არ დატოვებს


მოურინიო
"ვესტ ჰემთან" განცდილი მარცხის შემდეგ არის საუბრები იმის თაობაზე, რომ ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჟოზე მოურინიო დატოვებს. თუმცა, ეს ინფორმაცია "არისტოკრატთა" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რონ ჰარისმა უარყო. "რაც არ უნდა მოხდეს, ჟოზე ყოველთვის გამარჯვებული იქნება. ჯერ მხოლოდ 10 ტურია გასული და დასკვნების გამოტანა ნაადრევია. გარწმუნებთ, ის ჩელსის არ ტოვებს და შეეცდება, გუნდი კრიზისიდან გამოიყვანოს. ეს წარუმატებლობა მხოლოდ ერთ ადამიანის ბრალი არ არის", - აცხადებს ჰარისი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები