რატომ არ ათამაშებს "რეიმსის" მწვრთნელი კანკავას? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ არ ათამაშებს "რეიმსის" მწვრთნელი კანკავას?


რატომ არ ათამაშებს
გუშინ საფრანგეთის ჩემპიონატში ერთმანეთს "რეიმსი" და "მონაკო" შეხვდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. გასაკვირია, რომ "რეიმსის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. წინა მატჩი მან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, თუმცა, უცნობია, რატომ არ ათამაშეს ის "მონაკოს" წინააღმდეგ. რამდენიმე წყაროს თანახმად, ჯაბას ტრავმა აწუხებს, მაგრამ ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. შემდეგ ტურში "რეიმსის" მეტოქე "სენტ ეტიენი" იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები