გონსალო იგუაინი: "სარი თავის ფეხბურთელებს შემართებას აძლევს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გონსალო იგუაინი: "სარი თავის ფეხბურთელებს შემართებას აძლევს"


"ნაპოლის" ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა სერია ა-ს მე-9 ტურის მატჩში (1:0) "კიევოს" კარში გატანილი გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ ნეაპოლიკანელთა მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარიზე კომენტარი გააკეთა. "ძალიან გახარებული ვარ. ეს რთული მატჩი იყო და ბოლო წლებში აქ ყოველთვის გვირთულდებოდა. დავიმსახურეთ გამარჯვება. ჩვენ საკუთარ თავს სიგნალს ვუგზავნით. მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ და არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რას აკეთებენ სხვა გუნდები. მაურიციო სარი, ეს არის მწვრთნელი, რომელიც შემართებას აძლევს თავის ფეხბურთელებს" , - თქვა იგუაინმა Sky Sport Italia-ს ეთერში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები