პიერ-ემერიკ ობამეიანგი: "ვისწრაფვი, ლევანდოვსკისნაირ მაღალ დონეზე ვითამაშო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პიერ-ემერიკ ობამეიანგი: "ვისწრაფვი, ლევანდოვსკისნაირ მაღალ დონეზე ვითამაშო"


"ბორუსია დ"-ს ფორვარდმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "აუგსბურგთან" მატჩის (5:1) შემდეგ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, მან ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. "გუშინ ჩემს ოჯახს დავენიძლავე, რომ 3 გოლს გავიტან. კარგია, რომ გამომივიდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ. მოცემულ მომენტში რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ვისწრაფვი, ისეთივე მაღალ დონეზე ვითამაშო, მაგრამ არ მინდა, მას მადარებდნენ" , - თქვა ობამეიანგმა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები