ლუი ვან გაალი: "აღარ ვუპასუხებ რუნიზე დასმულ კითხვებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუი ვან გაალი: "აღარ ვუპასუხებ რუნიზე დასმულ კითხვებს"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის (0:0) შემდეგ განაცხადა, რომ მობეზრდა ფორვარდ უეინ რუნიზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. "რატომ უნდა ვილაპარაკო ყოველკვირა რუნიზე? თქვენ თქვენი აზრი გაქვთ - დაწერეთ. აღარ ვუპასუხებ რუნიზე დასმულ კითხვებს. დავიღალე" , - თქვა ვან გაალმა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებმა მწვრთნელს სთხოვეს, მანჩესტერულ დერბიში რუნის თამაში შეეფასებინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები