კლოპი: "ლივერპულში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უფრო მეტი მინდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი: "ლივერპულში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უფრო მეტი მინდა"


იურგენ კლოპის "ლივერპულმა" კვლავ ვერ მოიგო. პრემიერლიგის გასულ ტურში მერსესაიდელბმა "საუთჰემპტონთან" ფრედ 1:1 ითამაშეს. მატჩის შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. "ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეგო. შევქმენით მომენტები, მაგრამ გოლი აქეთ მივიღეთ. საბოლოო ჯამში, ლივერპულში ყველაფერი კარგადაა, თუმცა, უფრო მეტი მინდა. მსურს, გუნდმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ახლო მომავალში ეს პრობლემები გამოსწორდება", - აცხადებს კლოპი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები