გვარდიოლა მოურინიოს ადგილზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა მოურინიოს ადგილზე?


გვარდიოლა მოურინიოს ადგილზე?
მიუნენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას უცხოური გავლენიანი გამოცემები ლონდონის "ჩელსისთან" აქიტიურად აკავშირებენ. ავტორიტეტული ინგლისური წყარო - The Telegraph იტყობინება, რომ მოურინიოს მომავალი პრემიერ-ლიგის შემდეგი ტურის მატჩზეა დამოკიდებული, სადაც "არისტოკრატთა" მეტოქე მერსისაიდული "ლივერპული" იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები კვლავ დამარცხდებიან, მაშინ მოურინიოს დაკავებული პოსტის დატოვება მოუწევს. ის ლონდონელი ბოსებისგან კომპენსაციის სახით 30 მილიონ ფუნტს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ჟოზემ "ჩელსის" დატოვების შემდეგ კომპენსაციის სახით 18 მილიონი მიიღო. ჟოზეს ადგილის დაკავებას ხოსეპ გვარდიოლასა და კარლო ანჩელოტის უკავშირებენ. "ბაიერნის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ინგლისში მუშაობის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. ასე რომ, დიდი შანსია ესპანელმა სპეციალისტმა "ჩელსის" მიაშუროს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები