ვან გაალი: "ბედნიერი ვარ, რომ როხოს 90 წუთით თამაში შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალი: "ბედნიერი ვარ, რომ როხოს 90 წუთით თამაში შეუძლია"


ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა თავისი გუნდის არგენტინელ მცველზე მარკოს როხოზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მარკოს როხომ მანჩესტერული დერბი მთელი 90 წუთი ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მარგენტინელი მცველი დაცვის ზღუდეზე ბრწყინვალედ თამაშობდა და მის მეტოქე კევინ დე ბრუინს გასაქანს არ აძლევდა. "როხომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ის კარგი იყო არა მხოლოდ დე ბრუინის, არამედ ხესუს ნავასის წინააღმდეგაც. ის გამოირჩეოდა ძალიან კარგი ჩაწოდებებითა და გადაცემებით, ასე რომ, მე მისით კმაყოფილი ვარ. ეს მხოლოდ მე-3 მატჩი იყო მისთვის, რომელშიც შეუცვლელად ითამაშა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან როგორც იქნა, 90 წუთი დაჰყო მოედანზე.", - ციტირებს Sky Sports ლუის ვან გაალს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები