კარლოსი: "ნეიმარი მესის და რონალდოს ჯობია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარლოსი: "ნეიმარი მესის და რონალდოს ჯობია"


კარლოსი:
ბრაზილიის ნაკრების  ყოფილმა მარცხენა მცველმა - რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ ნეიმარი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. ბოლო წლების განმავლობაში მესი და რონალდო განიხილებოდნენ გამოკვეთილად საუკეთესო ფეხბურთელებად, რაზეც მეტყველებს, რომ ბოლო 7 ოქროს ბუციდან 7ივე ამ 2 ფეხბურთელის მიერ არის მოგებული. რობერტო კარლოსი კი სხვანაირად ფიქრობს. მას სჯერა, რომ ნეიმარს შეუძლია მათთვის კონკურენციის გაწევა. globoesport-თან ინტერვიუში კარლოსმა განაცხადა: "როცა მკითხეს, თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი მესი თუ კრისტიანო, მე ვთქვი, რომ ნეიმარი ჩემთვის  საუკეთესოა". "ნეიმარს შეუძლია მოიგოს ოქროს ბუცი, რადგან იგი შრომობს მის მოსაგებად". შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ამჟამად ლიდერობს "ლა ლიგას" ბომბარდირთა დავაში 8 გოლით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები