ხოსეპ გვარდიოლა: "ახლა ოქტომბერია, ასე რომ დრო კიდევ საკმარისადაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხოსეპ გვარდიოლა: "ახლა ოქტომბერია, ასე რომ დრო კიდევ საკმარისადაა"


"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განმარტა, რომ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მისთვის პრიორიტეტი არაა. "მომწონს ჩემი სამუშაო. "ბაიერნში" იმისთვის ვარ, რომ დავეხმარო კლუბს და ფეხბურთელებს. ესაა ჩემი საქმე. ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელოა. ახლა ოქტომბერია, ასე რომ დრო კიდევ საკმარისადაა" , - თქვა კატალონიელმა. შეგახსენებთ, გვარდიოლასა და "ბაიერნს" შორის დადებული შეთანხმება სეზონის ბოლომდეა გათვლილი. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია კატალონიელით "მანჩესტერ სიტის", "პსჟ"-სა და "ჩელსის" დაინტერესების შესახებ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები