მილნერი: "ვცდილობთ ვითამაშოთ ისე, როგორც მწვრთნელს სურს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილნერი: "ვცდილობთ ვითამაშოთ ისე, როგორც მწვრთნელს სურს"


მერსისაიდული "ლივერპულის" ვიცე-კაპიტანი ჯეიმს მილნერი თავისი გუნდის შედეგებზე საუბრობს. მილნერი იმედგაცრუებულია, რომ წინა ტურში მისმა გუნდმა "საუთჰემფტონი" ვერ დაამარცხა (1:1). ინგლისელი ნახევარმცველის თქმით, "ლივერპულში" ყველა მოთამაშე ცდილობს ითამაშოს ისე, როგორც ეს გუნდის მთავარ მწვრთნელს სურს. "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა "საუთჰემფტონთან" გამარჯვება მოგვეპოვებინა. ბენტეკემ მართლაც საოცარი ბურთი შეაგდო. ყვეალფერი ისე მიდიოდა როგორც გვსურდა, თუმცა მატჩის მიწურულს არ გაგვიმართლა. სამწუხაროა, რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. ვდილობთ ვითამაშოთ ისე, როგორც მწვრთნელს სურს. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მოგებების სერიას დავწყებთ და სატურნირო მდგოამრეობას გავიუმჯობესებთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები