მესი და აგუერო ნაკრებს მიღმა დარჩნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი და აგუერო ნაკრებს მიღმა დარჩნენ


არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმ ფეხბურთელების სია დაასახელა, რომლებიც ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ტრავმების გამო ნაკრებს მიღმა დარჩნენ გუნდის ლიდერები - ლეო მესი და კუნ აგუერო. სამაგიეროდ, ნაკრებში დაბრუნდა "ნაპოლის" ფორვარდი გონსალო იგუაინი. მეკარეები: რომერო, მარჩესინი, გუსმანი მცველები: საბალეტა, რონკალია, დემიკელისი, გარაი, ფუნეს მორი, ოტამენდი, როხო, მასი. ნახევარმცველები: მასკერანო, ბანეგა, ენცო პერესი, ბილია, ლამელა, პასტორე, დი მარია, კრანევრიტერი. თავდამსხმელები: გაიტანი, ლავეცი, ტევესი, იგუაინი, დიბალა, კორეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები