რას წერს ფრანგული პრესა ჯაბა კანკავაზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რას წერს ფრანგული პრესა ჯაბა კანკავაზე?


საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა "რეიმსს" ტრავმის გამო უკვე რამდენიმე მატჩია, ვერ ეხმარება. მის არყოფნაში კი გუნდს ძალიან ცუდი შედეგი აქვს. "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ ფრანგულმა მედიამ "რეიმსის" წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა და ჯაბა კანკავას დანაკლისიც აღნიშნა. "რეიმსი ნახევარდაცვის ხაზში დომინირებდა, მაგრამ რაც ჯაბა კანკავა აღარ თამაშობს, ამ პოზიციაზე პრობლემები შეექმნა. გუნდს სამიდან 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე დაქვეითდა. არადა, სექტემბრის ბოლოს მოწინავე ადგილებს იკავებდა", - იწერება ფრანგულ მედიაში. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რამდენ ხანს ვერ შეძლებს ჯაბა კანკავა მოედანზე გასვლას.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები