ქეცბაიას "აპოელმა" მეტოქე მიწასთან გაასწორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქეცბაიას "აპოელმა" მეტოქე მიწასთან გაასწორა


კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში თემურ ქეცბაიას "აპოელი" "ნეა სალამისს" ესტუმრა და მეტოქე საკუთარ სტადიონზე 9:0 გაანადგურა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ანგარიში მე-2 წუთზევე გახსნა. გოლი გეორგიოს ეფრემმა გაიტანა. 21-ე წუთზე სემირ სტილიჩმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 43-ე წუთზე ზარკოვიჩმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი, 45-ე ზე კი - ვინჩენტიმ პირველი ტაიმის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 0:4. ამის შემდეგ მეორე ნახევარში თემურ ქეცბაიას გუნდმა კიდევ 5 გოლი გაიტანა და, საბოლოო ჯამში, 0:9 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ქართველ მწვრთნელს ამხელა ანგარიშით აქამდე არასდროს გაუმარჯვია. შეგახსენებთ, რომ "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონატის პირველ პოზიციაზეა. ქეცბაიას გუნდს 8 მატჩიდან 7 მოგებული აქვს, 1 კი ფრედ დასრულებული. აღსანიშნავია ბურთების შეფარდებაც - 38 გატანილი, 5 გაშვებული. Untitled-1

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები