დონარუმამ ბუფონის რეკორდი მოხსნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დონარუმამ ბუფონის რეკორდი მოხსნა


"მილანის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის სერია ა-ს ყველა დროის ახალგაზრდა მეკარე გახდა. "სასუოლოსთან" მატჩში დონარუმა "მილანის" სასტარტო შემადგენლობაში იყო. ჯანლუიჯი 25 თებერვალს დაიბადა, 1999 წელს. მას მოუწია დიეგო ლოპესის შეცვლა, რომელიც ტრავმის გამო ვერ ახერხებდა "როსონერის" დახმარებას. ჯანლუიჯი ბუფონს კი სერია ა-ში დებიუტი 1995 წლის 19 ნოემბერს ჰქონდა. მაშინ, როდესაც დონარუმა დაბადებულიც არ იყო. იტალიელი "მილანის" წინააღმდეგ გაისარჯა და მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები