ლუკას ლეივა: "ყოველთვის ვსწავლობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუკას ლეივა: "ყოველთვის ვსწავლობ"


ლუკას ლეივა:
"ლივერპულის" ნახევარმცველი ლუკას ლეივა დაჟინებით ამტკიცებს, რომ მიუხედავად თავისი ასაკისა, შეუძლია მისი თამაშის სრულყოფა. მერსისაიდელთა ბრაზილიელი ნახევარმცველი 2007 წელს "ენფილდზე" მისვლის შემდეგ "ლივერპულში" მე-5 მწვრთნელთან მუშაობს, რაც მას კლუბის მიმდინარე შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელად აქცევს. მიუხედავად ამისა, 30 წელთან მიახლოებისდა მიუხედავად, ლუკასი დარწმუნებულია, რომ შეუძლია, გააგრძელოს სწავლა და სრულყოფა. "ვფიქრობ, მე ყოველთვის ვსწავლობ. ყოველ მწვრთნელს თამაშის საკუთარი ხედვა, მისი მიდგომა აქვს და ეს სრულყოფის შესაძლებლობას მაძლევს. რა თქმა უნდა, როცა შენი კარიერა დასასრულისკენ მიდის, სწავლა უფრო და უფრო რთულდება. მაგრამ იმედი მაქვს, ჯერ კიდევ შორს ვარ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებისგან" , - თქვა ლეივამ. მიმდინარე სეზონში ლუკას ლეივამ "ლივერპულის" მაისურით პრემიერ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და 3 გაფრთხილება მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები