ეუინ რუნიმ დეპაი და მარტიალი შეაქო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ეუინ რუნიმ დეპაი და მარტიალი შეაქო


"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, უეინ რუნიმ კლუბის ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, მემფის დეპაი და ანტონი მარტიალი შეაქო. "ცხადია, ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, რომელთაც ბევრი შესაძლებლობა და დიდი ტალანტი აქვთ. თუ გააგრძელებენ სწავლას და პროგრესირებას, შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ შეძლებენ იმის მიღწევას, რასაც მე და რონალდუმ მივაღწიეთ მაშინ. შესანიშნავი იქნებოდა, ამას თუ შეძლებენ. კარგი ისაა, რომ მათ სწავლა უნდათ, სასიამოვნოა ახალაგზრდა ფეხბურთელებში ამის ნახვა. ისინი ეხმარებიან გუნდს და აკეთებენ იმას, რასაც მწვრთნელი ეუბნება. დარწმუნებული ვარ, ასეთ მწვრთნელთან ბევრს ისწავლიან და ეს დაეხმარებათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებად ქცევაში. ვფიქრობ, მარტიალი უბრალოდ დაუჯერებელი იყო მას შემდეგ, რაც აქ მოვიდა. მაგრამ მოდით, არ დავივიწყოთ, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია. ის, რომ აქ მოვიდა ახალგაზრდა ოჯახთან ერთად და აი ასე დაიწყო, დიდ ნდობას იმსახურებს. თქვენ ხედავთ, რომ ის კარგი ფეხბურთელია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ მომენტიდან სეზონის ბოლომდე. ის, სავარაუდოდ, ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია გუნდში, შეიძლება მთელ ლიგაშიც კი" , - თქვა რუნიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები