ჯაბა კანკავა: "იბრაჰიმოვიჩი უმაღლესი დონის ფეხბურთელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯაბა კანკავა: "იბრაჰიმოვიჩი უმაღლესი დონის ფეხბურთელია"


საქართველოს ნაკრების და ფრანგული "რეიმსის" ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა. "ნაკრების მაისურით მსოფლიო დონის არაერთი ვარსკვლავის წინააღმდეგ მითამაშია, თუმცა იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე და პირადად დავრწმუნდი, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია! "პარი სენ ჟერმენს" არაერთი სხვა ვარსკვლავიც ჰყავს, მაგრამ "რეიმსმაც" დაამტკიცა, რომ თამაში ყველასთან შეიძლება"- აცხადებს კანკავა. "მთავარია, ფორმაში იყო, თავს კარგად გრძნობდე და რა მნიშვნელობა აქვს, ვის ეთამაშები?! თუ საჭირო კონდიციაში არა ხარ, ვერც თამაშისას იქნები თავდაჯერებული! ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო და ასეთმა რაღაცებმა თამაშში ხელი არ შემიშალოს".

 რატი შენგელია, გაზეთი “კვირის პალიტრა”


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები