სანჩესს უნდა, "არსენალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანჩესს უნდა, "არსენალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს


სანჩესს უნდა,
"არსენალის" ნახევარმცველი ალექსის სანჩესი კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს, იუწყება Goal.com. სანჩესს უნდა, "არსენალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ის ახლა ხელფასის მიხედვით კლუბში მესამე ადგილზეა - ნახევარმცველი მესუთ ოზილი და ფორვარდი ტეო უოლკოტი კვირაში 140 ათას ფუნტს გამოიმუშავებენ, სანჩესი - 130-ს. "არსენალი" მზადაა, ჩილელი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს და ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ "არსენალთან" სანჩესის მიმდინარე კონტარქტს 2018 წელს ეწურება ვადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები