ტეიშეირა შესაძლოა "იუვეში" გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტეიშეირა შესაძლოა "იუვეში" გადავიდეს


გავრცელდა ინფორმაცია ალექს ტეიშეირას "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე. ამასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელმა ისაუბრა ინტერვიუში: "გავიგე "იუვენტუსის" დაინტერესების შესახებ და მოხარული ვარ, რომ ჩემით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ინტერესდება". "თუ "ბებერი ქალბატონი" ისეთ შემოთავაზებას გააკეთებს, რომელიც როგორც ჩემთვის, ასევე, "შახტარისთვის" ხელსაყრელი იქნება, დიდი სიამოვნებით გადავბარგდები ტურინში". "ბრაზილიის ნაკრებს რაც შეეხება, ჯერ არ მიმიღია მოწვევა ეროვნული გუნდიდან, თუმცა, მე ბევრს ვშრომობ, რათა დავიმსახურო ნაკრებში თამაში". მირჩა ლუჩესკუმ კი განაცხადა, რომ 25 წლის ბრაზილიელი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. სეზონი ბრაზილიელისთვის საოცრად დაიწყო, მან მოახერხა 16 გოლის გატანა 11 შეხვედრაში უკრაინის ჩემპიონატში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები