მანჩესტერს კიდევ ერთი მცველი დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერს კიდევ ერთი მცველი დაუბრუნდა


მანჩესტერს კიდევ ერთი მცველი დაუბრუნდა
სეზონის სტარტზე ფილ ჯონსი ტრამვის გამო ვერ ახერხებდა გუნდის დახმარებას. 23 წლის ფეხბურთელმა ტრამვა მოიშუშა და "სიტისთან" მატჩი ძირითადშიც კი დაიწყო. ინგლისელმა მცველმა ითამაშა ინგლისის ნაკრებში 2 შეხვედრა, თუმცა, მანჩესტერში ეს მისი მხოლოდ მეორე სტარტი იყო ძირითად შემადგენლობაში. ფილმა ამასთან დაკავშირებით ისაუბრა: "ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს კარიერაში. უბრალოდ ვიჯექი სახლში და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მე, უბრალოდ, მინდოდა გავსულიყავი მოედანზე, როგორც ჩემი გუნდელები, მაგრამ მე ეს არ შემეძლო". სეზონში პირველი შეხვედრა ჯონსმა ჩაატარა ინგლისის თასზე "იფსვიჩთან". მის ადგილს კი აქამდე დელი ბლინდი იკავებდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები