ყიფიანის თასი: ბოლნისის "სიონმა" შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყიფიანის თასი: ბოლნისის "სიონმა" შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა


ყიფიანის თასი: ბოლნისის
დღეს, 27 ოქტომბერს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა. რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და ლანჩხუთის "გურია" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეგახსენებთ, პირველი მატჩი ლანჩხუთში ბოლნისელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. დღევანდელი ანგარიშიდან გამომდინარე, "სიონმა" მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. პირველი ნახევარი "სიონის"უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე რეალური მომენტიც შეიქმნა მეტოქის კართან, თუმცა, "გურია" პოზიციებს არ თმობდა. სტუმარმა გუნდმა რამდენჯერმე სცადა მასპინძელთა დაცვის გარღვევა, თუმცა, უშედეგოდ. მეორე ნახევარი ლანჩხუთელებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს, თუმცა, მასპინძელთა სისხარტემ არ დააყოვნა და მეორე ნახევრის დაწყებიდან 8 წუთში გოლი გავიდა "გურიას" კარში. 53-ე წუთზე ანგარიში დავით საჯაიამ გახსნა. დაახლოებით, 10 წუთში მსაჯმა ლანჩხუთელ ლაშა მჭედლიშვილს დაატოვებინა მოედანი. 10 კაცით დარჩენილმა "გურიამ" მეტოქის ნახევარზე გადასვლა შეძლო და ანგარიშიც გაათანაბრა. შეტევა გოლად ნიკა წერეთელმა აქცია. საბოლოოდ, ბოლნისის "სიონი" შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეგახსენებთ, 1/4 ფინალური მატჩები 2-3 დეკემბერს გაიმართება.   ფოტო: ზიზუ გიორგი ჯიქია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები