ვარლამ კილასონია: "მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, რომ ფეხბურთელებს ფეხბურთი ეთამაშათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვარლამ კილასონია: "მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, რომ ფეხბურთელებს ფეხბურთი ეთამაშათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ."


დღეს, 27 ოქტომბერს დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა. "ფოლადის" სტადიონზე ბოლნისის "სიონი" ლანჩხუთის "გურიას" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი თამაშის ანგარიშიდან გამომდინარე, "სიონმა" მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. მატჩის შემდეგ GOAL.GE-სთან ბოლნისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ ისაუბრა. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ დღევანდელი თამაშის შემდეგ არც ისე კმაყოფილი დარჩა. "ეტყობოდა ჩემს გუნდს, რომ განწყობა ჰქონდა ძალიან ცუდი. იქიდან გამომდინარე, რომ წინა მატჩი 2:0 გვქონდა მოგებული და თან გაიგეს ლანჩხუთის "გურია" შესუსტებული შემადგენლობით იყო, ვერ განეწყვნენ სათანადოდ სათამაშოდ. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, რომ ფეხბურთელებს ფეხბურთი ეთამაშათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ. მე ვთვლი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი მოედანზე უნდა გადიოდეს და თავის საქმეს 5-იანზე უნდა ასრულებდეს. დღეს ამას ჩემს ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი. რამდენიმე ფეხბურთელის გარდა, დანარჩენები ფეხბურთზე არ ფიქრობდნენ. შემდეგ ეტაპზე გავედით. ჩვენ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია, ტოლსწორად ვითამაშოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპებზე" , - განაცხადა კილასონიამ.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები