მასიმილიანო ალეგრი: "ჩემი პრობლემა არაა, ის რომ 40 მლნ ევრო ღირს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მასიმილიანო ალეგრი: "ჩემი პრობლემა არაა, ის რომ 40 მლნ ევრო ღირს"


"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ პაულო დიბალასთან არსებულ სიტუაციაზე. "უკვე ვთქვი, ჩემი პრობლემა არაა, ის რომ 40 მლნ ევრო ღირს. 11 ადამიანს სასტარტო შემადგენლობისთვის იმიტომ არ ვირჩევ, რომ ვიღაცა 40 მლნ ღირს, ვიღაცა კი - 3. თუ ის, ვინც 3 მლნ ღირს, უკეთ თამაშობს იმაზე, ვინც 40 ღირს... მწვრთნელს შედეგისთვის უხდიან. დიბალა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ თამაში უნდა გააუმჯობესოს, როლი შეიცვალოს. მას შეუძლია, დიდებული ფეხბურთელი გახდეს" , - თქვა ალეგრიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები