ლუის ენრიკე: "დუგლასი გუნდის ნაწილია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუის ენრიკე: "დუგლასი გუნდის ნაწილია"


ლუის ენრიკე:
"ბარსელონას" მწვრთნელი ლუის ენრიკე "ვილიანოვენსეს" წინააღმდეგ ესპანეთის თასის ხვალინდელი მატჩის წინ პრესას გაესაუბრა და თავის ფეხბურთელ დუგლასზე დასმულ კითხვას უპასუხა. პრეს-კონფერენციის დასაწყისში სპეციალისტს კითხვა დაუსვეს იდუმალ ბრაზილიელ მარჯვენა მცველ დუგლასზე, რომელიც უკვე 420 დღეა, "ბარსაში" ირიცხება, მაგრამ მხოლოდ 6-ჯერ გამოჩნდა მინდორზე. "ის გუნდის ნაწილია და მე ვწყვეტ, ვინ თამაშობს და ვინ - არა" , - ციტირებს მწვრთნელს AS. "არ მაღიზიანებს საზოგადოების ყურადღება, ხვალინდელ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. მასკერანოს ვესაუბრე და არაფერი მაქვს სათქმელი. არ ვაპირებ რაიმეზე კომენტარის გაკეთებას, შესაძლოა, მოგვიანებით ამაზე რამე მოვყვე" , - რეაგირება მოახდინა ენრიკემ ახლახანს მომხდარ ინციდენტზე, როცა არგენტინელი პრიმერას მატჩში მინდვრიდან გააძევეს. "მესი არგენტინის ნაკრების მატჩებზე არ გამოიძახეს, რადგან ყველაზე მთავარი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები