იბრაჰიმოვიჩი: "არ მანაღვლებს კრიტიკა, რადგან ფრანგული არ მესმის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იბრაჰიმოვიჩი: "არ მანაღვლებს კრიტიკა, რადგან ფრანგული არ მესმის"


ფრანგული "პსჟ"-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბოლო პერიოდში მისი მისამართით გახშირებულ კრიტიკაზე ისაუბრა. 34 წლის ფეხბურთელის კრიტიკის საფუძველი ბოლო თამაშებში ნაჩვენები თამაშია. იბრაჰიმოვიჩი "სენტ-ეტიენთან" შეხვედრაში 70-ე წუთზე შეცვალეს (4:1), სადაც მან გოლის გატანა და შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა. შედეგად იბრამ სატელევიზიო კამერას ენა გამოუყო. "ძალიან კარგია, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ. მე არ მანაღვლებს არანაირი კრიტიკა, რადგან ფრანგული ენა არ მესმის. სწორედ ამიტომ, მე მათ პასუხს მხოლოდ ჩემი თამაშით დავუბრუნებ.", - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები