საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: "ბარსელონამ" შესაძლოა ლიგა 1-ში ითამაშოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: "ბარსელონამ" შესაძლოა ლიგა 1-ში ითამაშოს"


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ "ბარსელონამ" შესაძლოა პრიმერა დივიზიონის ნაცვლად ლიგა 1-ში ითამაშოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კატალონია ესპანეთს გამოეყოფა. კატალონიელები უკვე წლებია, რაც გამოყოფისთვის იბრძვიან. ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებითაა შესამჩნევი. უახლოეს მომავალში არ არის გამორიცხული კატალონიელებმა თავიანთ მიზანს მიაღწიონ და საბოლოოდ გამოეყონ ესპანეთს. "ბარსელონა" ლიგა 1-ში? ასეთი ვარიანტი სრულიად შესაძლებელია. ბოლო ბოლო "მონაკო" მონაწილეობს საფრანგეთის ჩემპიონატში და რატომ არ შეიძლება იგივე კატალონიურმა კლუბმა გააკეთოს?", - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები