ლუის ენრიკე: "დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებას ამაზე პასუხისმგებელი პირები მიიღებენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუის ენრიკე: "დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებას ამაზე პასუხისმგებელი პირები მიიღებენ"


ლუის ენრიკე:
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს შესაძლო დისკვალიფიკაციაზე. "დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებას ამაზე პასუხისმგებელი პირები მიიღებენ, მასზე ჩემი აზრი არანაირ გავლენას არ მოახდენს. ისღა დამრჩენია, შევეგუო ამ დისკვალიფიკაციას. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ და ყურადღებას არ გავამახვილებ" , - თქვა ენრიკემ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა მასკერანოს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიენიჭოს არბიტრის შეურაცხყოფისათვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები