"ჟოზე მოურინიო კატასტროფულ მდგომარეობაშია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჟოზე მოურინიო კატასტროფულ მდგომარეობაშია"


ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ყოფილმა ასისტენტმა კარანკამ პორტუგალიელი სპეციალისტის მდგომარეობაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ცუდი შედეგების გამო მოურინიოს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს და თანამდებობის დატოვებაც ემუქრება. "მოურინიო კატასტროფულ მდგომარეობაშია. მან იცის, რომ გამარჯვებულია, მაგრამ ხალხი მაინც აკრიტიკებს. არავის ახსოვს, მისი წარმატებები და მოგებული პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა. ჟოზეს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს და დარწმუნებული ვარ, კლუბში სიტუაცია მალე გამოსწორდება", - აცხადებს კარანკა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები