"არსენალს" გუშინდელი შეხვედრა ძვირად დაუჯდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"არსენალს" გუშინდელი შეხვედრა ძვირად დაუჯდა


გუშინ ინგლისის თასის მატჩში "შეფილდმა" "არსენალს" უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. სავარაუდოდ, არსენ ვენგერისთვის მარცხზე უარესი ფეხბურთელების ტრავმები იყო. ჯერ იყო და ოქსლიდ ჩემბერლენი მე-5 წუთზე გახდა შესაცვლელი ტრავმის გამო, შემდეგ კი მე-19 წუთზე ჩემბერლენის ნაცვლად შემოსული უოლკოტი გახდა გასაყვანი, ისიც ტრავმის გამო. ჯერჯერობით, უცნობია ინგლისელების ტრავმების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ არც ერთ მათგანს არ ექნება იოლად საქმე. ასეა თუ ისე, წინ "არსენალს" ურთულესი მატჩები ელის და ვენგერს 2 ფეხბურთელი არ ეყოლება მწყობრში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები