საჯაია: "შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საჯაია: "შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით"


საჯაია:
გუშინ, 27 ოქტომბერს დავით ყიფიანის სახელობის თასის მატჩები გაიმართა. ბოლნისის "სიონმა" ლანჩხუთის "გურიას" რუსთავში, "ფოლადზე" უმასპინძლა. ორი მატჩის ჯამში ბოლნისელებმა შეძლეს 1/4 ფინალის საგზურის მოპოვება. მატჩის შესახებ GOAL.GE-სთან ისაუბრა გოლის ავტორმა ბოლნისის "სიონიდან", დავით საჯაიამ. მან ჩვენთან საუბარში გუშინდელი მატჩი შეაფასა. საჯაიას თქმით, "სიონმა" მორიგი ტურის საგზური დაიმსახურა. "პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ "გურიას" ბარიერი დავძლიეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, განსხვავებული ორი ტაიმი ვითამაშეთ. პირველ ნახევარში არც ისე კარგად გამოგვივიდა თამაში, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ნახევარზე. გუნდმა მოახერხა მატჩის შემობრუნება სასიკეთოდ და, აქედან გამომდინარე, ბევრი მომენტიც შევქმენით. სამწუხაროა, რომ, მიუხედავად ბევრი მომენტისა, მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. საბოლოოდ, გუნდმა კარგად ითამაშა და, ორი მატჩის ჯამში, შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა." 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები