რატომ არ დატოვა ტურემ "სიტი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ არ დატოვა ტურემ "სიტი"


"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი იაია ტურე სეზონის ბოლოს "სიტის" დატოვებას აპირებდა, მაგრამ შეცვალა გადაწყვეტილება მანუელ პელეგრინის გამო. ჟურნალისტებთან საუბარში კოტდიუარელმა განაცხადა: "გუნდში მანუელის გამო დავრჩი. ის რთულ დროს ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, რჩევებს მაძლევდა, მარიგებდა, ჩემთვის მამასავითაა. არასდროს მიფიქრია, რომ ასეთ მწვრთნელთან ვიმუშავებდი". "თითქმის ყველა ფეხბურთელი დარჩა გუნდში და შევეცდებით, მოვიგოთ ტიტული ჩვენი გულშემატკივრების გასახარად". შარშან "ცისფერები" მხოლოდ ჩელსის ჩამორჩნენ და მეორე პოზიცია დაიკავეს "პრემიერლიგაში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები