ლოიკ რემიმ მოურინიოს მხარი დაუჭირა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლოიკ რემიმ მოურინიოს მხარი დაუჭირა


"ჩელსის" თავდამსხმელმა, ლოიკ რემიმ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მხარი დაუჭირა. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოურინიო გუნდში დარჩეს, ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. ერთად გასულ სეზონში ჩემპიონები გავხდით და ჟოზე მართლა შესანიშნავი მწვრთნელია. რა თქმა უნდა, არ მინდა, წავიდეს. ვფიქრობ, "ჩელსის" არც ერთ ფეხბურთელს არ უნდა, რომ მოურინიო გუნდიდან წავიდეს. გუნდში კარგი ატმოსფეროა, ახლანდელი სიტუაცია ჩვენბზე არანაირ გავლენას არ ახდენს. უბრალოდ, ვაგრძელებთ გულმოდგინედ ვარჯიშს" , - თქვა რემიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები